ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” შიმშილობა დაიწყეს.
რამდენიმე საათიანი დაპირისპირების მერე ბესო ქათამაძე, დავით მჟავანაძე და თორნიკე გოგუაძე პოლიციის თანამშრომლებმა საკრებულოს მისაღებში შეუშვეს.
როგორც დეპუტატებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, იშიმშილებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.