ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხატია დეკანოიძისა და ლევან ხაბეიშვილის ლანჩხუთში სტუმრობას „ოცნების“ სრული მობილიზება მოყვა ენმ-ის პარტიის ოფისის მიმდებარედ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ლანჩხუთში მოქალაქეებთან შეხვედრის გამართვის მიზნით ჩამოვიდნენ, მიუხედავად სამუშაო საათებისა, ადგილზე ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და საკრებულოს მაღალჩინოსნები დახვდნენ. საკრებულოს მმართველი გუნდი ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ენმ-ის ოფისის მიმდებარედ.
ადგილზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ენმ-ის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს კახა ასკურავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე პოლიციელთა სიმრავლეც იყო.