Reuters-ის ინფორმაციით, კრემლმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნიის ავადმყოფობა არ დააზიანებს რუსეთის კავშირებს დასავლეთთან.
გერმანიამ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მოუწოდა რუსეთს გამოიძიონ გარემოებები, რამაც გამოიწვია ნავალნის მოწამვლა.
ცნობისთვის, ნავალნი რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის ის რუსეთიდან სამკურნალოდ გერმანიაშია გადაყვანილი და კომაში იმყოფება.
გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ პირველადი სამედიცინო გამოკვლევა მოწამვლაზე მიუთითებს, თუმცა რუსი ექიმები, რომლებიც მკურნალობდნენ ნავალნის ციმბირის საავადმყოფოში, ეწინააღმდეგებოდნენ ამ დიაგნოზს.