ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ინდიანა პეისერსის“ მენეჯმენტმა აქტიური მუშაობის შედეგად ორი მნიშვნელოვანი გაცვლა განახორციელა, რის შემდეგაც ძალიან განსხვავებულ და გადახალისებულ „პეისერსს“ ვიხილავთ. ქართველი გულშემატკივირსთვის კი ეს ინფორმაცია ორმაგად სასიხარულოა, რადგან ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს აშკარად გაეზრდება სათამაშო დროც და როლი გუნდში.
გუნდიდან წავიდა მთავარი ვარსკვლავი და გოგას უშუალო კონკურენტი, დომანტას საბონისი. ასევე, ჯერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეი, რომლებიც კარიერას „საკრამენტო კინგსში“ გააგრძელებენ, იქიდან კი „პეისერსი“ ტაირიზ ჰალიბერტონს, ბადი ჰილდს და ტრისტან თომპსონს მიიღებს. მანამდე ინდიანელებმა გუნდიდან გაუშვა კარის ლევერტი (კლივლენდში) და მის სანაცვლოდ მომავალი დრაფტების რამდენიმე კალათბურთელი და რიკი რუბიო მიიღო. თუმცა ესპანელი, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს, ამ სეზონში ინდიანაში თამაში აღარ მოუწევს.
NBA-ს გუნდებს გაცვლებისთვის ბოლო ვადა 10 თებერვლამდე აქვთ. ასე რომ, შეიძლება კიდევ იყოს ცვლილებები. რამდენიმე ამერიკული გამოცემა ინდიანას კიდევ ერთი ცენტრის, მაილს ტერნერის გაცვლასაც ვარაუდობს, თუმცა ჯერ-ერობით ოფიციალურად არაფერი დასტურდება.
თუ ტერნერის ტრავმას გავითვალისწინებთ, უახლოეს მატჩებში სწორედ გოგა იქნება სასტარტო ცენტრი, რაც დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩშიც დადსტურდა.
ატლანტასთან წაგებულ მატჩში, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, გოგამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა (9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი, ერთი საჯარიმო ააცილა. 4 პერსონალური ფოლი).
ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 37 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში „პეისერსი“ შინ კლივლენდ „კავალიერს“ 13 თებერვალს უმასპინძლებს.
[sexy_author_bio]