NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% -ისთვის, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად “ქართული ოცნებას” ასახელებს. 10% ამბობს, რომ ასეთ პარტიად “ნაციონალური მოძრაობა” მიაჩნია. “ევროპულ საქართველოს” მხარი 4%-მა დაუჭირა, ხოლო “პატრიოტთა ალიანსს“ 3% ასახელებს.
ამ კითხვაზე გამოკითხულთა 30% პასუხი არ გასცა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.