როგორია თქვენი მოლოდინები ახალ პარლამენტთან დაკავშირებით – ეს კითხვა დაუსვა NDI-მ საქართველოს 2 ათასზე მეტ მოქალაქეს. გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ ფიქრობს, ახალი პარლამენტი მათვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 32%-მა თქვა, რომ ამ მოლოდინს არ ეთანხმება, 27%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტურად გაუწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. 28% საპირისპიროს ფიქრობს და აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის ზედამხედველობა უფრო ეფექტური არ იქნება.
36%-ს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან, თუმცა, საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 28%.
33%-ის შეფასებით, ახალი პარლამენტი უფრო აქტიურად ჩართავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პარლამენტის საქმიანობაში. ამ მოლოდინს არ ეთანხმება გამოკითხულთა 29%, 37%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.