NDI-ს კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა; 10% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა; 3% _ “ევროპულ საქართველოს”, ხოლო 7% სხვა პარტიას.
ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას; 15% გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს; ხოლო 13 %-მა კითხვას პასუხი არ გასცა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.
ამავე თემაზე: NDI-ს კვლევის პოლიტიკური ნაწილი: პარტიების რეიტინგები და ამომრჩევლის მოლოდინი