იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი, სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ FACEBOOK-ზე ემიგრანტები წერენ.
როგორც სოციალურში ქსელში წერენ, 30 წლის ქალი, ქალაქ ნეაპოლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც ემიგრანტები საუბრობენ, ერთ-ერთი ვერსიით, ქალი გამვლელმა, შაბათ საღამოს ნაპოლში, სანჯოვანის ქუჩაზე იპოვა და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ინფორმაციით, ტეტუნაშვილს ჰქონდა მეხსიერების პრობლემები და ის მის ვინაობას ვერ იხსენებდა.
სალომეს დედასთან ვიყავი, როცა შემოვიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ მისი შვილი იპოვეს და ის ცოცხალია. ველაპარაკე გოგონას, რომელმაც ის იპოვა, ამბობს, რომ სალომე მას არეულად ესაუბრებოდა. რის შემდეგაც მივხვდი, რომ მასთან საუბარის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდაო და ვთხოვე რომ ისევ პოლიციელისთვის მიეცა ტელეფონი, რომ ეთქვათ, სად უნდა მისულიყვნენ ახლობლები. იმყოფებოდა იქვე, ნაპოლთან ახლოს”- აცხადებს ემიგრანტი
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, პოლიცია სალომე ტეტუნაშვილს და დედამისს კითხავს, თუმცა არსებული ცნობით, ქალს დეტალების გახსენება უჭირს.
სალომე ტატუნაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ისინი იმ ოჯახის წევრების დაკითხვას მოითხოვენ, სადაც ტატუნიშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ემიგრანტები საქართველოს საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
[sexy_author_bio]