პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს, ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება” მყარ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ქართული ოცნება” შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს და გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე საარჩევნო სისტემას. მაგრამ თუ ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტს და სხვა ოპოზიციასაც აიყოლიებს და ისევ დარჩება 77/73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად მოვიგებთ და უფრო დიდი უპირატესობითაც მოვიგებთ. მაგრამ, მე მგონი, ამათ არ ყოფნით უკვე ადგილები, რადგან მაჟორიტარობაზე იმდენმა განაცხადა პრეტენზია, რომ აღარ ყოფნით 120/30-ზე და ჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, ეს ნახევარ ხუმრობით, მაგრამ რეალურად თუ ერთ ადამიანზე, დავუშვათ ერთ კრიმინალზე „ჩამოკიდებენ” ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას, ეს მათი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში 120/30-ზე იქნება, თუ ძველი სისტემით, რომელიც თავის დროზე სწორედ თავად ჩააგდეს და მაშინ მოატყუეს საზოგადოება და იგივეს უზრუნველყოფენ დღესაც, მაშინ არც ის არის პრობლემა, რომ გავიდეთ იგივე სისტემით და ამ სისტემით კიდევ უფრო მაგრად დავამარცხოთ და კიდევ უფრო მყარი გამარჯვება მოვიპოვოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.