მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, ისრაელში, რეანიმაციაში წევს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გია კორკოტაშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ზურა დოიჯაშვილს ერთ-ერთმა ბანკმა სახლი წაართვა, რის გამოც იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო.
„ეს თბილისელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ყველას უყვარდა, დღეს ისრაელში რეანიმაციაში წევს, ღმერთმა უშველოს!
არ იკითხავთ რატომ? ერთ-ერთმა ბანკმა, დავადგენ ზუსტად და გავასაჯაროებ, სახლი წაართვა და ესე ნერვებდაგლეჯილი გაეცალა საქართველოს!
ვისაც მევახშეობით ოჯახები გყავთ გამოყრილი სახლებიდან ბანკირებო და მიკროსაფინანსოებო, თქვენ გეწიოთ მათი ბედი, სულ რომ ჩემი ძმა იყოს. ეგეთი ცხოვრების დედა ავატირე!
თქვენ უნდა მოგანდოთ მომავალი?
ადამიანების გარჩევა როდის უნდა ისწავლოთ, ხალხო, როდის?- წერს კორკოტაშვილი.