“ნეტა მომცეს იმის საშუალება, რომ მე მოვიხადო ბოდიში” – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” ასული მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრობს.
“ნორმალურ სიტუაციაში როგორ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის საელჩო, მითუმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, რომ რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი იყოს. ამერიკის ელჩი სად გაემიჯნა. ან იმ განცხადებებს სად გაემიჯნა, ომის მოწოდებები რომ იყო. ჩვენ ხომ ამაზე დეტალურად ვსაუბრობთ, ამ ფაქტებზე ვსაუბრობთ. აქედან გამოიწვია, ამ ფაქტებმა გამოიწვია თორემ მე პირიქით ვიძახი, როგორ შეიძლება. პირიქით ვსაუბრობ, ხო? ნეტა მომცეს იმის…
ხო ხედავთ, ახლაც რა გააკეთა. ნეტა მოგვცეს იმის საშუალება, რომ პირიქით კონტექსტში ვიმუშაოთ. მე მოვიხადო ბოდიში. პირიქით მომცეს იმის საშუალება და მე მოვიხდი ბოდიშს, არ მეთაკილება… ერთადერთი შანსი დარჩა თქვენ რაზეც საუბრობთ, რომ ეს არის რევოლუციური სცენარი, რომ რევოლუციური სცენარით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ამ ქვეყანაში ეს აღარ მოხდება. საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს ჩვენს საზოგადოებას და სიმართლე უნდა მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას”, – ამბობს ყაველაშვილი.