დღეს, დილით, ოზურგეთში, თხილს ჩვეულებრივად, გაუტეხავად ან გატეხვის მეთოდით იბარებენ. რაც მთავარია, ფასის დადგენაში კიდევ ერთი „კორექტირება“ შეიტანეს. ერთი ცალი გატეხილი თხილის გული, მხოლოდ „ბერძნულასი“ ღირს 50 თეთრი. „გულშიშველასი“ კი _45 თეთრი. აქამდე კი ერთი ცალი გული , ყველა სახეობისა, 50 თეთრი ღირდა. ასე ადგენდნენ ფასს, ათი ცალი თხილის გატეხვის შემდეგ.
_გაუტეხავად მივიღებთ, თუ არ არის გაშავებული და გარეგნულად კარგად გამოიყურება. ასეთ „გულშიშველას“ 3,30 ლარად ვიბარებთ, „ბერძნულას“ _ 3, 80 ლარად. უფრო მაღალი ფასის მსურველებს ვუხდით ერთი ცალი გატეხილი თხილის საღი გულის მიხედვით, 50 თეთრის გაანგარიშებით. („ბერძნულა“). ხოლო „გულშიშველას ერთი ცალი საღი გულის ფასი არის 45 თეთრი, _ გვითხრეს თხილის მიმღებმა ოპერატორებმა.
კითხვაზე, თუ აქამდე გატეხვის მეთოდით, ყველა სახეობაში, ერთ საღ გულში, 50 თეთრს იხდიდნენ, ახლა რა მოხდა, გვიპასუხეს, რომ ახლა ასეთი წესია…
_ნეტაი, ერთ თხილის გულს რამდენად გეიყოფს ცხრაი და ასი წამგლეჯი? _ ქართული ანდაზის შებრუნებული ვარიანტით გამოხატა გაბრაზება ნარუჯელმა მიხეილ ბერიძემ.
ბატონი მიხეილი, როგორც თავად აგვიხსნა, პენსიაშია, ახლა შინ მარტო ცხოვრობს, აქვს თხილი, კაკალი, აგროვებს და ხშირად ჩამოაქვს ქალაქში გასაყიდად.
თუმცა, დღეს, გაბრაზებულმა უკან წაიღო.
[sexy_author_bio]