ფურცლის ამ ნაგლეჯზე 9 წლის მარიამის განცდებია აღწერილი მის მიერვე, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძის მეუღლე ქეთევან სხვიტარიძე და პატარა მარიამის ფურცელზე გადატანილი განცდების ფოტოსაც აქვეყნებს.
“ეს არა მარტო მისი ტკივილია, არამედ ერთგვარი საჩივარი ღვთის წინაშე თითოეულ ჩვენგანზე. როცა უფალი მოგვიხმოს და წარვდგებით მის სამსჯავროზე სწორედ ამ კითხვებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა, რა გავაკეთეთ მოყვასისა და სამშობლოსათვის.
ეს სულისშემძვრელი კითხვები პასუხს, შველას და დახმარებას საჭიროებს.
მარიამის დედა მძიმე სენითაა დაავადებული და ჩვენი მცირედი შეწევნით, შეგვიძლია, გავახანგრძლივოთ მათი ურთიერთობა.
მარიამი, სიბრალულს კი არა რეალურ დახმარებას საჭიროებს. ეს დახმარება მთლიანად მოხმარდება მარიამის დედის ჯანმრთელობას და შემდეგ პირობების გაუმჯობესებას. თავად მარიამი ამჟამად ჩვენს ოჯახში იმყოფება და მის მოვლა, პატრონობასა და ყოველგვარ საჭიროებას თავად ვიღებთ საკუთარ თავზე, როგორც აღვნიშნეთ, ეს თანხა დედას მოხმარდება სრულად.
თუ აღმოგაჩნდებათ დახმარების სურვილი და მასთან ერთად შესაძლებლობა, გთხოვთ, მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოთ”.
GE54BG0000000853711000
ქ. სხვიტარიძე