THE FINANCIAL TIMES-ის ჟურნალისტს, პოლ მაკლინს, შრი ლანკაში თავს ნიანგი დაესხა, რის შედეგადაც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლის მფლობელის თქმით, მან დაინახა რომ ახალგაზრდა კაცვი მდინარეში ხელებს იბანდა, რა დროსაც თავს ნიანგი დაესხა და მდინარეში შეათრია.
მისივე თქმით, მომხდარი მეთევზეებმაც დაინახეს და დახმარების სათხოვნელად ყვირილი დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი შრი ლანკაში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.