https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნიაზ დიასამიძე – კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს…

8:05; 20.05.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

ალბათ მიხვდით რომ დღევანდელი საკვირაო სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით.

კოლორიტები ვახსენე და დღევანდელი წერილი ერთ ადამიანს – ნიაზ დიასამიძეს მიეძღვნება. მის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. სამწუხაროდ, ამჟამინდელი თბილისი მისნაირი პიროვნებების დიდ დეფიციტს განიცდის. დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ნიაზ დიასამიძის ახლობლებს გადავცემ, რომლებიც ამ დიდებულ ადამიანს კიდევ ერთხელ მოიგონებენ.

თემო ჩირგაძე

ნიაზ დიასამიძე 1934-44 წლებში გავიცანი. მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი უკვე მაშინ, პოპულარული იყო, ბუნებრივია, ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისათვის და დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება.

იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე…

იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით “ძმები იშხნელები” შეგვარქვა.

იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა, განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა), ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.

იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი “მზიური ველის სერენადა” გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.

ძალიან კარგად ასრულებდა ნიაზი ერთ ქართულ ქალაქურ მელოდიას, ეს მელოდია მე ახლაც მახსოვს მისებურად, ორიგინალურად აჟღერებული.

ჩაცმა ლამაზად უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისაგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა.

მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან ნიაზი შემხვდა – ერთი წელი არ მენახა. შემხედა თუ არა, იყვირა – “ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!” მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა. მახსოვს, კიკეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი თურმე ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად.

საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.

ბოლო წლებში იშვიათად ვხვდებოდიოთ ერთმანეთს. ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს. უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა.

ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება ბევრისათვის გაუგებარიც იყოს, იმ დროისა და მომენტისათვის უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ.

დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ძალიან ბევრს უწილადა სიამოვნება, აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩემი თაობის და ჩემი წრისათვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო. ჩვენ ყველამ მისი “უნივერსიტეტი” გავიარეთ. მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

გივი ჭელიძე

ჩემი სტუდენტობისდროინდელი ამბავია. მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტის ვიწრო ჩასახვევში ერთი ჩემი ნათესავი გოგონა ცხოვრობდა. ყველა თაობას ჰყავს თავისი საფიცარი მანანები, გულნარები და ხათუნები. ის ქალიშვილიც ომის შემდგომ თაობის უბრწყინვალესი ასულთაგანი იყო: ლამაზი, ზრდილი, ჩინებული ოჯახის შვილი… ერთი სიტყვით შესაშური სასძლო გახლდათ და ნახევარი თბილისის შეღერებულ ბიჭებს ქორივით ეჭირათ მასზე თვალი.

თაყვანისმცემელთა შორის ერთი საუცხოო ვერისუბნელი ჭაბუკიც ერია. თანატოლებს შორის ისიც აშკარად გამოირჩეოდა და პირველ ბიჭად ითვლებოდა. მართლაც მომხიბვლელი, მისაბაძი ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ინგლისელი ლორდები სერ ანტონი იდენივით იცვამდნენ და წვერ-ულვაშსაც იყენებდნენ, მაგრამ იმის ცოცხალი მოწმე კი გახლავარ, რომ თბილისელების ჩემმა თაობამ იმ ჭაბუკის მიბაძვით დაიწყო საყელოაწეული ლაბადის ტარება, ჰალსტუხსაც მისეული კვანძით ვისკვნიდით, ის კი არა, ზოგი სიარულშიც ბაძავდა… უკრავდა ისე, სხვა რომ ვერავინ უკრავდა თბილისში – თავისებური იმპროვიზაციით მღეროდა, საკუთარი სტილითა და მანერით ძერწავდა, ხატავდა. საოცრად ნათელი გონება და მოსწრებული ენა ჰქონდა. მისი ნაკვესები მაშინვე მოედებოდა ხოლმე ქალაქს და ყოველი მათგანი იმდენად თავისთავადი იყო, ავტორის გამოცნობა არავის უჭირდა… ერთი სიტყვით, პირველი ბიჭი იყო ნიაზ დიასამიძე და პირველბიჭობდა კიდეც…

ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო, შესაფერისნი კი იყვნენ, მაგრამ გოგო იყო უკარება და არ გატყდა, არ ინდომა. ბიჭი მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს. ცდას არ აკლებდა.

დაბადების დღეს ყოველთვის მოკრძალებულად, მაგრამ მხიარულად აღნიშნავდა ის ქალიშვილი. მაშინაც ასე იყო – ოცი წელი რომ შეუსრულდა. არც მეინახენი იყვნენ მრავლად, და არც ღვინის ღვარი ჩქეფდა, იყო სილაღე და… მოლოდინი. რადგან ყველამ იცოდა, რომ ის ბიჭი მოვიდოდა, მოვიდოდა და რამე მოულოდნელს ჩაიდენდა, რადგან ამხანაგებში დაიქადნა – ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, თქვენ სიცოცხლეში ვერ დაივიწყოთო. დაიქადნა და შეასრულა კიდეც:

ზარმა რომ დარეკა, გოგონამ ყველას დაასწრო მაგიდიდან წამოხტომა, კარი გაიღო და იქვე უხერხულად ჩადგა. მის წინ ჟღალწვერმოშვებული ღმერთკაცი იდგა და იღიმებოდა.

_ შეიძლება?

გოგონა სულ დაიბნა, აილეწა, დაიმორცხვა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ კარები ფართოდ გაეღო: ჭერმა აიწია, დიდი სიკეთის ნათელი ჩადგა ვრცელ ოთახში. პოეტი მაგიდის კუთხეში აპირებდა ჩამოჯდომას – სათამადო ადგილზე დააბრძანეს. ყველა ფეხზე ადგა, ის ერთი იჯდა და უკვე მერამდენედ ეხვეწებოდა დამხვდურთ – დასხედით, ძამიკოებო, დასხედით და თავისუფლად განაგრძეთ, თორემ იცოდეთ, წავალო…

მაგრამ ვინ შეელეოდა ასე მალე სანუკველ სტუმარს! ერთადერთი სადღეგრძელოს სათქმელად შემოსულმა, საათზე მეტ ხანს დაჰყო სუფრასთან, გაიხარა და სხვებიც გაახარა…

თემურ გოცაძე

როდესაც ნიაზი გავიცანი, მისი “კულტი” უკვე ზენიტში იყო. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და “გეოგრაფიული სიახლოვის” წყალობით, რუსთაველის პროსპექტზე გავიცანით ერთმანეთი. იმ წლებში თბილისში ტელეფონი ცოტას თუ ედგა, ასე რომ ჩვენი დამაკავშირებელი, ხსენებული გამზირი გახლდათ.

უმეტესად ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით. ვინმეს ნახვას თუ მოისურვებდით რუსთაველზე გამოხვიდოდით და უსათუოდ შეხვდებოდით კიდეც.

იყო დაკა-დაკებიც. გოგოს გულისთვის ხშირად გვიჩხუბია. ასეთი “დუელები” მეტწილად დადიანის (ძველი ველიამინოვის) ქუჩაზე იმართებოდა. ძველბიჭობასაც თავისი პეწი გჰქონდა. ამ ბიჭების მარაქაში ჩაწერა ძნელი საქმე იყო თუ გამორჩეული თვისებებისა არ იყავი.

მაშინდელი “რუსთაველი” მკვეთრი კონტრასტულობითაც ხასიათდებოდა. აქ ბუბა კიკაბიძესაც ნახავდი და მის გვერდში ვინმე “პაკრიშკასაც”.

ამ ფონზე ნიაზი ავტონომიურ პიროვნებად აღიქმებოდა.

სასტუმრო “თბილისის” მეორე სართულზე კაფე იყო. კაფეში მებუფეტედ არარატა მუშაობდა. კარგი ხაში იცოდა არარატამ. ჩვენი თაობა ზარხოშზე ამ კაფეში გამოდიოდა. ერთხელ, წინადღით ნაქეიფარს, ჟანრი ლოლაშვილი იმ კაფეში შემიძღვა და ჩემი თავი არარატას ჩააბარა. არარატამ მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭრა, ზედ 2-3 მილიმეტრის სისქეზე მდოგვი წაუსვა, მდოგვზე შავი პილპილი ბარაქიანად მოაყარა, ძმარიც მოასხა და 200 გრამ არაყთან ერთად მომართვა. დავლიე და შემოთავაზებული ნაბახუსევზე გამოსასვლელიც დავაყოლე. ამას “პოტოლსტოვსკის” ეძახდნენ. თურმე ა. ტოლსტოიც ასე გამოდიოდა პახმელიაზე.

იმ დღეს კიდევ დავლიე. საოცარი ის იყო, რომ არ მომეკიდა. ჟანრი ლოლაშვილმა ამიხსნა: “დილით რომ კვერცხი მოგართვა არარატამ, ეს იმის დამსახურებააო”.

საღამო ხანს სამაიას ბაღთან მივედი. ჩვენი თაობა იქაც იკრიბებოდა. ბაღში ნიაზი დამხვდა. მეც ავდექი და დილით ნასწავლი რეცეპტი შევთავაზე. მეორე დღეს ნიაზსაც მიუმართავს ამ რეცეპტისათვის. მესამე დღეს რომ შემხვდა, კინაღამ მომკლა: – რა მასწავლე ბიჭო, ეს ამდენი არაყი რად გამაფუჭებინე, მე არაყს დასათრობად ვსვამ და არა იმისათვის, სულ ფხიზლად რომ ვიაროო…

60-იან წლებში თბილისში სამოღვაწეო ასპარეზზე უაღრესად ნიჭიერი თაობა გამოვიდა. მათ შორის ნიაზ დიასამიძესაც ღირსეული ადგილი ეკუთვნის.

მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სტანჯავდა. მისი უმთავრესი ნიშანი მარტოსულობა და სევდიანობა იყო. მეგობრები არ დაჰკლებია და მაინც მარტო დარჩა ეს კაცი…

იგი კეთილგანწყობილი გახლდათ ყველას მიმართ, ვისაც სძულდა და ვისაც უყვარდა, მას ყველა უყვარდა.

1968 წელს ტელევიზიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ბათუმში აღმოვჩნდით ერთად. იქ, მაშინ “არაჩვეულებრივ გამოფენას” იღებდნენ. მე სცენის გასაფორმებლად ჩავედი. ნიაზი გადაცემის მოსამზადებლად იყო წასული. უკანასკნელად იქ ვნახე.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ(R)

“მე შუაში ვარ მუშებთან, ჩემთან _ “ვიგორაა“, მასთან კი გამგეობა“_ ვინ არის პასუხისმგებელი მუშებთან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026
სამართალი

“ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება”- საია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრობლემაზე

16:54; 13.02.2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13.02.2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ვრცელდება თუ არა მოქმედ სტუდენტებზე მთავრობის ახალი დადგენილება

15:36; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო