ნიგერიაში ქოლერას გავრელებას იანვრიდან დღემდე 1768 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას NEWS.AZ ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 შტატში ქოლერას 47 603 საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, ნიგერიაში ქოლერას ეპიდემია ყოველ წელს ხდება, განსაკუთრებით წვიმიანი სეზონის დროს. უფრო ხშირად ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი ცუდი სანიტარული პირობები, ხალხმრავლობა, სუფთა საკვებისა და წყლის ნაკლებობაა.