ნიგერიელმა მეკობრეებმა უკრაინელი მეზღვაურები მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ The Ukrinform ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მეკობრეები ტვირთის გადამზიდ გემს, რომელიც დუალასკენ მიემართებოდა თავს დაესხნენ, რაც კი ღირებული იყო წაიღეს და ეკიპაჟის 4 წევრი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
საზღვაო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მძევლებს შორის უკრაინელებიც არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა 30 მარტს მოხდა.
როგორც ცნობილია, გემი 2 აპრილს დუალას პორტში შევიდა.