ნიგორზღვის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, შიო და ნიკა გაგუებმა და ელენე ნადირაძემ სასწავლო წლის დასაწყისიდანვე დაიწყეს ბარბარიზმებისა და დიალექტური ფორმების ერთ რვეულში თავმოყრა.
ქართული ენის დღესთან, 14 აპრილთან დაკავშირებით კი, 13 აპრილს წარადგინეს ნაშრომი პედაგოგის წინაშე, განმარტეს ბარბარიზმების და დიალექტიზმების მნიშვნელობა, თავადვე განასხვავეს ერთმანეთისგან დიალექტები (ჩვენ შემთხვევაში, იმერიზმები) და ბარბარიზმები.
მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ ეს აქტივობა ტრადიციად დამკვიდრდება, თავიანთ მეგობრებს ენობრივი ნორმების დარღვევაზე მიუთითებენ და სწორ ფორმასაც განუმარტავენ.
ნიგორზღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან წარმატებით მუშაობს ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნათია ნაცვლიშვილი.
ავტორი