მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამა წარმოადგინა, 85.11 ქულა დაიმსახურა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში მამაკაცთა შორის მონაწილეობას 29 სპორტსმენი იღებს, ხოლო ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 24 მოციგურავე გადავა და მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
თავისუფალი პროგრამა ოლიმპიადაზე აღნიშნულ დისციპლინაში 13 თებერვალს არის დაგეგმილი. 11 თებერვალს კი გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი რიტმულ ცეკვაში თავისუფალი პროგრამით გამოვა.





































































