დედას მოგიტ…ნავთ, _ წერს ტელეკომპანია “რუსთავი 2” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მას შემდგე, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ დავით ერაძე ის ჟურნბალისტია, რომელმაც მოჭიდავეების საქმეზე სკანდალური სიუჯეტი გააკეთა. სწორედ ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.
სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.
სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვარამია ერაძის სახლში სროლას და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიმართ მუქარაც გახორციელდა:
“ყველა, ვინც ახლა საქმეში გაურკვევლად აცხადებს რომ ეს არასეიოზულია და შოუა, არის უნებურად ქვეყნის არაკეთილისმსურველი. საქმე შემდეგშია: ჩვენი ჟურნალისტის სახლს აქვს ნატყვიარი, იქვეა ტყვიის გულა. ეს მოხდა მისი უმწვავესი რეპორტაჟის შემდეგ. ამ რეპორტაჟის გმირები შემჩნეულნი არიან ძალადობაში და მათი მხრიდან მუქარასაც ქონდა ადგილი ამავე ჟურნალისტის მიმართ.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. ჩამოთვლილი ფაქტების საფუძველზე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რის გამოც ვითხოვთ უსწრაფეს და ეფექტიან გამოძიებას”, _ აღნიშნავს გვარამია.
ამ თემაზე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.