ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადვოკატობას სთავაზობს:
“ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში.
ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას,” _ წერს გვარამია სოციალურ ქსელში.