,,კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ეგზიტპოლის მწარმოებლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა“ – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, “მთავარ არხის” ეგზიტპოლის ჩატარებაში უბნებზე ხელს უშლიან.
გვარამიამ, ასევე, აღნიშნა, რომ პატრულის მხრიდან ადგილი აქვს დარბევის ფაქტებს, ასევე თავდასხმა ხორციელდება გაურკვეველი წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან
“ძირითადი პრობლემებია თანამშრომლების მუშაობის ხელის შეშლა ეგზიტპოლის და ზოგან ფიზიკური შეურაცხყოფა და შევიწროებაც კი. პატრული იღებს ამაში მონაწილეობას. რეალურად აქვს პატრულის მხრიდან დარბევის ფაქტებს ადგილი და არ აცდის, ხელს უშლის ეგზიტპოლის წარმოების, პოლ სტერის დგომას უბანზე.
ასეთი პრობლემები მნიშვნელოვნად აღმოიფხვრა ამ წუთისთვის, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე კონკრეტული უბანი, რომელიც პრობლემატურია.
ერთ-ერთი, რომელიც ჩვენ დავადგინეთ, ეს არის სამოქალაქო განვითარების და დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ნინა ხატისკაცი, მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მეუღლე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ
მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტების შესახებ ეცნობება საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შსს-ს.
[sexy_author_bio]