,,ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია“ – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.
,,წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო, ჩემი აზრით.
ახლა გაგრძელება:
ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა.
ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს.
მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე”,– წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.