ნიკა გვარამია “მთავარ არხს” აღარ უხელმძღვანელებს – ამის შესახებ განცხადება მან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ის ეცდება ტელეკომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას, თუმცა არხს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს.
“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება იმ სირთულეებიდან “მთავარი არხის” გამოყვანა, რომელშიც ის იმყოფება. თუმცა, მე არ ვაპირებ “მთავარ არხს” ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა, მაგრამ “მთავარი არხი” გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი – უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ, მე გავაკეთებ იმას “მთავარი არხისთვის”, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც “მთავარ არხზე” და არც სხვაგან, ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ, “მთავარ არხს” უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს – ეს არის გიორგი გაბუნია, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში, ეს იქნება, რასაც გავაკეთებ,”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.