“მე, საქართველოს მოქალაქე, ნიკა გვარამია, არ ვენდობი და არ მჭირდება არანაირი საგამოძიებო კომისია და პარლამენტის კედლებში დროში გაწელილი პუტუნი.
ვინ? _ ეკა ბესელიამ, კრიმინალების მფარველმა და ფაშისტმა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა გამოიძიოს მკვლელობის უმარტივესი საქმე?!” _ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, “ესაა ოცნების თამაშში ჩაყოლა და გაბრაზებული ქართველი ხალხის დაცინვა”:
“თუ ეს არ გესმით ღრმადპატივცემულო და ჩემგან ხმამიცემულო პროდასავლურო ოპოზიციავ (ორივე ფრაქცია ხართ შემჩნეული ამ ბოდვაში), გამოლაგდით მაგ შენობიდან და წალაგდით სახლში!
ივანიშვილის ხროვას ჩვენ თვითონ მოვუღებთ ბოლოს და მზამზარეულზე ნუ გამოგვეცხადებით მერე!” _ წერს გვარამია.