“მთავარი არხის” ჟურნალისტები ყველგან არიან პატრულის მხრიდან დევნისა და შევიწროების და ობიექტები“, _ ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, აქტიური ხელშეშლა შეინიშნება ტელეკომპანია Pos TV-ის მხრიდან.
,,მთავარი არხის” ჟურნალისტები ყველგან არიან პატრულის მხრიდან დევნის ობიექტები, ასევე, შევიწროების ობიექტები უბნის წინ მდგომი გაურკვეველი ადამიანების მხრიდან.
რაც ყველაზე სამწუხაროა, აქტიური ხელშეშლა შეინიშნება ტელეკომპანია Pos TV-ის მხრიდან. ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი სენაკში, სადაც მუშაობს ემა გოგოხია.
ეს ჟურნალისტი არ არის სინამდვილეში ჟურნალისტი, ის არ წარმოადგენს Pos TV-ის საინფორმაციო სამსახურს, ის წარმოადგენს ე.წ. “პროდაქშენს”. საქმე იმაშია, რომ Pos TV-ის ყველგან ჰყავს საინფორმაციო ჯგუფები და ისინი მუშაობენ ჩვეულებრივ, როგორც ჟურნალისტმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ასევე ყველგან არის Pos TV-ის ბეიჯით ადამიანი, რომელთა უმრავლესობა, ჩვენი ინფორმაციით, Pos TV-ის თანამშრომელია, მაგრამ არა საინფორმაციო სამსახურის.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ
ნიკა გვარამიამ, Pos TV-ის ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ნუ გადაიქცევიან ზონდერებად.
,,მე მოვუწოდებ ყველა მედიას, სამთავრობო მედიას ვგულისხმობ, ნუ გადაიქცევიან პირდაპირი მნიშვნელობით ზონდერებად და ნუ უშლიან საკუთარი კოლეგების საქმიანობას ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას მიკროფონიანი ადამიანი აკეთებს თუ ხელკეტით შეიარაღებული”, _ აღნიშნა ნიკა გვარამიამ
[sexy_author_bio]