“გურია ნიუსის” ინფორმაციით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდეობა დატოვა.
ჩვენი წყაროს თქმით, ამის შესახებ მან ტელევიზიის თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ საგანგებო თათბირზე აცნობა.
ჩვენი წყაროს თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ გვარამიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია შეცვლის.
“გურია ნიუსი” ორივე მათგანთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა მათი ტელეფონები მომსახურების ზონიდან გასულია.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, “რუსთავი 2”-ში დიდი საკადრო ცვლილებები გვარამიას წასვლით არ დასრულდება. წყარო არ გამორიცხავს, რომ არხი რამდენიმე ცნობილმა სახემაც დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც შეიცვალა _ გიორგი ლაფერაშვილი ამ თანამდებობაზე ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა.