ოპოზიციის წარმომადგენლები, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ, _ ამის შესახებ განცხადება გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ოპოზიციის ლიდერების თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ აღნიშნა, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
„ბევრი შევიკრიბებით. ბევრი ჩვენი კოლეგა არჩევნების გამო არის სხვადასხვა რეგიონში გასული და ხვალ ბრუნდებიან დედაქალაქში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ, 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ყველამ დავინახეთ რასთან გვქონდა საქმე. მოკლედ და კონკრეტულად, ხვალ ყველა 15:00 საათზე რუსთაველზე“, _ განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 52,61%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ _ 24,22%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ _ 3,98% აქვს.