ამ წუთებში თბილისში “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილი.
“გზავნილი არის მარტივი _ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს. დამარცხებულია მე რომ მკითხოთ, უბრალოდ გასაფორმებელია“, _ ამბობს “ნაცმოძრაობის“ და პარლამენტის წევრი ნიკა მელია.
მისი თქმით, დღეს რაც მოხდა, ეს არ იყო ძლიერი ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო სუსტი ადამიანის საქციელი: “ეს არის კლასიკური თაღლითის ილუსტრაცია, პერსონიფიკაცია. თუკი არ იცის ვინმემ, რას ნიშნავს თაღლითი ადამიანი, უნდა აჩვენო ივანიშვილი. ამას მოჰყვება აუცილებლად ადეკვატური პოლიტიკური პასუხი. ეს როგორი იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება. რა იქნება სტრატეგია და ტაქტიკური მონახაზი, ამაზე ახლა ვიმსჯელებთ, შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად.
ჩვენ ვთანხმდებით, რომ სიმართლე არის უმნიშვნელოვანესი, ვთანხმდებით, რომ თავისუფალი ქვეყანა გვინდა. ბიძინა ივანიშვილი შეთანხმდა თავის გუნდთან ერთად, რომ ისინი თანხმდებიან უზნეობის გარშემო და თაღლითობის გარშემო. რამხელა ცინიზმი დევს იმ მოცემულებაში, რომ თურმე “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ისინი რჩებიან უმრავლესობაში და ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან, მიდიან.
ბიძინა ივანიშვილს მოუწევს საზოგადოების დიქტატით ხელმძღვანელობა, მანამ სანამ მას მართვის სადავეები აქვს ხელთ”, _ თქვა ნიკა მელიამ.