“ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟის, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. ქართველი ერი გაზრდილი ვართ და ზუსტად ვიცით ისტორიულად, რა ფასი გადაუხდია ქართველ ხალხს შიშველი ემოციების გამო, ჩვენ შიშველი ემოციებით მოქმედებას არ ვაპირებთ. ხელისუფლება ვერ დააკონსერვებს ცვლილების ნებას. ვერ გატეხს საზოგადოებას, მით უფრო მიხეილ სააკაშვილს ვერ გატეხს, ვერ გატეხს ვერც ერთ აწ მყოფ ადამიანს. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. ამ ყველაფერთან ერთად ვიაზრებთ მნიშვნელოვანს – ბიძინა ივანიშვილი ისე დამარცხდეს, რომ ქვეყანა განვითარდეს და არა ჭაობში ჩავეფლოთ, არ წამოვეგოთ რუსეთის ფედერაციის მიერ შემუშავებულ დავალებებს“ – განაცხადა მელიამ.
[sexy_author_bio]