ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს “,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი „კონფლიქტის განსახიერებაა“.
„ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 2021 წელს. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამ ახალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ალბათ, ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება, ეს მათი პრობლემაა. ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის გახლავთ მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილი, არ ცნობს ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას. მტრულად არის განწყობილი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? ვერ გაგრძელდება, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება“,-აცხადებს მელია.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, საქართველოში ხელახალი არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა“.