“მართალი ბრძოლა, საბოლოო ჯამში, გამარჯვებით სრულდება”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელია ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა.
ასევე მან აღნშნა, რომ თბილისმა თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და დედაქალაქის მთავარი მამოძრავებელი მისი ახალგაზრდები უნდა გახდნენ.
,,აქ ვდგავარ მარტო, რადგან პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და სამართალს პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდ პანდემიასთან არიან მიტოვებულები. დღეს მთავარი ჩვენი ყველას სათქმელია რომელსაც საქმე მოჰყვება და საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება… მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე.. როცა პირველად ვიყარე კენჭი თბილისის მერად. მაშინ არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, დაემარცხებინა ამხელა ბოროტება… არასდროს შემშინებია ბრძოლის, იმიტომ რომ ვიცი, მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება… დადგა დრო ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა“, – აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ნიკა მელია _ თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები იქნებიან.
ავტორი: მერაბ ცაავა