„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება მელიამ ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
მელიას თქმით, მისი მერობის დროს დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია.
მან ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.
“თანამშრომლობა, ერთიანობა, საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე განსხვავებულთა ერთსულოვნება არის საქართელოს მომავალი. მომავალი, რომელსაც ვიწყებთ დღეს აქ და ახლა და სწორედ ამიტომ, მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ მე დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ — ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილებისა და მოთხოვნების უსიტყვოდ და უპირობოდ შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო”, – განაცხადა ნიკა მელიამ
ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე წარადგინა.
ავტორი: მერაბ ცაავა