„ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს. სანამ შეხვედრა არ შედგება, არცე რთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა“, _ თქვა ნიკა მელიამ აქციაზე.
„რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება.
ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება და არ იქნება ინტერვალი.
ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში.
ჩვენ ახლა ყველა უნდა წავიდეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას.
იქ ვერავინ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.
არ გეგონოთ, რომ ეს არის გადაადგილება გადაადგილებისთვის _ იქ არის ქაჯეთის ციხე.
იმ შენობაში არავინ არ უნდა შევიდეს და არავინ არ უნდა გამოვიდეს.
ჟვანიას პოლიტიკური თავი აუცილებლად სახლში უნდა წავიდეს. ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა და ამ გეგმით უნდა ვიაროთ.
უახლოესი დღეები განისაზღვრება დღეს ხვალ და ზეგ, მინუმუმ 10 დღის განმავლობაში. მშვიდად, მტკიცედ, ყიჟინით ვიძვრებით ცესკოსკენ“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.