,,ნიკა მელიას გადასწვეტია, დაეთანხმება თუ არა და შემდეგი ნაბიჯი როცა ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ ამნისტიის კანონს” – ამის შესახებ ევროსბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
“ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების გახორციელების ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად, მაღალი ალბათობით, თუმცა ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება არის უკვე გაფორმებული, არნაირი დამატებითი წინადადებები არ ყოფილა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის განმატება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს თავად პატიმრობაში მყოფის გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა და შემდეგი ნაბიჯი როცა ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ ამნისტიის კანონს”, – განცხადა არჩილ თალაკვაძემ.