“რუსთავის 2”- ის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. უკვე ერთი საათია, თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
კვარაცხელიას მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ჟვანიას ბრალი დაუსწრებლად, ძმებ კაკულიებს კი ციხეში წარედგინათ.
გამოძიების ინფორმაციით, კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა.


































































