ცოტა ხნის წინ პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი გერმანიაში იმყოფებოდა. მასპინძლებმა ვარსკვლავი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საპატიო სტუმრად მიიწვიეს.
გადაცემის მიმდინარეობისას მსახიობმა ავსტრალიელ აბორიგენთა ეროვნულ საკრავზე – ორმეტრიან საყვირ დიჯერიდაზე დაკვრა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქალმა მხოლოდ ორიოდე ნოტის „გამოდნობა“ მოახერხა.
მეორე დღეს „მწვანე კონტინენტზე“ დიდი სკანდალი აგორდა. აღმოჩნდა რომ ნიკოლ კიდმანმა თავისი უმეცრობით საუკუნოვანი ტაბუ დაარღვია: ქალს დიჯერიდაზე დაკვრის უფლება არ აქვს.
მსახიობს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. თავი იმით იმართლა, რომ საკუთარი ცხოვრების ნახევარი აშშ-ში გაატარა და მშობლიური ქვეყნის ადათ – წესები სრულიად გადაავიწყდა.
ავტორი