“მთიანი ყარაბაღი სომხეთია, სომხების მიწაა“,_ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა BBC-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანის განცხადებით, რეგიონი აზერბაიჯანის, თურქეთის გაერთიანებული ძალების და სირიიდან “ტერორისტების” შეტევის წინაშე დგას.
,,დიახ, არცახი სომხეთია, ის სომხების ქვეყანაა. არცახში მოსახლეობის 80%-ს ყოველთვის სომხები შეადგენდნენ და დღესაც ასეა. აზერბაიჯანს კი სურს, რომ იქ სომხები არ იყვნენ და ამიტომ, ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა მთიან ყარბაღს. ნუთუ ვინმე შესთავაზებს მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, თავიანთ ფესვებზე თქვან უარი?!“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა. მხარეები ომის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაღუპულია ათობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები.