სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Tv5Monde -სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება.
„გულწრფელად შემიძლია ვთვქა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოველი, რადგან ემანუელ მაკრონის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას სხვა გადაწყვეტა არ აქვს. ეს საომარი მოქმედებები დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს. რა თქმა უნდა, ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხეა, თურქეთის ფაქტორისა და პოლიტიკის გათვალისწინებით. ჩემი რეალური მოლოდინია, რომ საფრანგეთი არცახის დამოუკიდებლობას აღიარებს.“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა, სადაც საომარი მოქმედებები დღემდე არ წყდება.