შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი ქვეყანაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მეორედ ჩატარებას ოფიციალურად ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტარჯონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის რეფერენდუმის ჩატარების თხოვნა ოფიციალური წერილის სახით გაუგზავნა.
გავცრელებული ცნობით, სტარჯონს სურს, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში ჩატარდეს.