ნიკოლოზ ბასილაშვილმა კატარში, დოჰას, 250 ქულიანი ATP ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-13 და ამ ტურნირიზე მე-5 ნომრად განთესილი ესპანელი, ბაუტისტა აგუტი ორ სეტში, 7:6, 6:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ნიკამ 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე პოზიციიდან 35-ე საფეხურზე აინაცვლა. ამასთან გამარჯვებულს 69 520 დოლარიც ერგება.