Developed By Web Features 2024 © All rights reserved
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.
სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ დასწრებიან.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება თუ არც მესამე ინსტანციის სასამართლოში შეიცვლება, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
ცნობისთვის, ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved