მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია. ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაში კარდიოლოგიური პრობლემებით არის გადაყვანილი. მესამე პრეზიდენტის მამა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდი, კლინიკაში დარჩება.
როგორც კლინიკაში ამბობენ ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.