ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ქვემო ნატანების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნიკოლოზ თოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მაღალი შედეგები აჩვენა.
აბიტურიენტმა განსაკუთრებული შედეგი ინგლისური ენის გამოცდაზე დააფიქსირა, სადაც 68 ქულა მოიპოვა. ნიკოლოზმა მაღალი ქულები აიღო სხვა საგნებშიც: ქართულ ენასა და ლიტერატურაში — 55 ქულა, ხოლო მათემატიკაში — 49 ქულა.
“გურია ნიუსი” ულოცავს ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!


































































