ექსპერტი ნინო ფოჩხუა პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება, რომლებმაც ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს.
“გუშინ რომ ერთს ამბობდნენ და დღეს მეორეს, გუშინ რომ ერთმანეთს ლანძღავდნენ და დღეს ცაში აჰყავთ, ამათ ვინ უნდა დაუჯეროს, ვინ უნდა მისცეს ხმა. წინასაარჩევნოდ ისეთ დაპირებებს ისვრიან, გეგონება ხალხზე დარდით იძინებენ და იღვიძებენ, რისი შემსრულებლები არიან, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით ან ამ პენსიებზე რა დღეში იყვნენ გუშინ და დღეს თურმე მოსყიდვაა. ეს ხალხი არ არის ოპოზიცია, რაც ძალიან ცუდია, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით შეპყრობილი დესტრუქციული დაჯგუფება, ასეთებს კი ამომრჩეველი არჩევნებზე ხმას არ აძლევს.”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.