რადიო “თბილისი” პარლამენტარ ნინო წილოსანის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
წილოსანი ყველას ეპატიჟება საქართველოს სამთო კურორტებზე: “არ დაუჯეროთ მატყუარა ტელევიზიებს _ ჩამოდით და ისიამოვნეთ. აქ ფანტასტიური თოვლია”.
ცნობისთვის: 2025 წლიდან პარლამენტარების ხელფასმა თითქმის სამჯერ მოიმატა და თვეში 11 680 ლარი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვეში 14 600 ლარს მიიღებს, პირველი მოადგილე _ 13 432 ლარს, მოადგილე _ 13 140 ლარს, კომიტეტის და ფრაქციის თავმჯდომარეები _ 12 410 ლარს.
პრემიერის ხელფასი 13 300 ლარი იქნება, მინისტრების _ 11 305 ლარი
პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 10 პროცენტით მოემატებათ.
70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია თვეში 350 ლარი გახდება.