ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ _ ისინი ათწლეულებია ერთად მშვიდ და მეგობრულ გარემოში ცხოვრობენ და მომავალშიც ასე გაგრძელდება
ამასთანავე, თითოეულ ჩვენგანს აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, ამიტომ თუ რაიმე სახის კონფლიქტი არსებობს, ახლა ყველა უნდა დავფიქრდეთ და ჩვენ მხარეს ვეძებოთ გამოსწორების შესაძლებლობები
საქართველოში საუკუნეების მანძილზე ერთად თანაცხოვრობს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. სწორედ, ამ ტოლერანტული და ურთიერთმეგობრული დამოკიდებულებით ვართ ძლიერნი. დღეს ნებისმიერი ქმედება რაც ამ ჩვენს ისტორიულ–კულტურულ პრინციპს ჩრდილს მიაყენებს მიუღებელია
მინდა ვთხოვო ყველას ვისაც სოფელ ბუკნარში განვითარებული პროცესები ეხება ან აქვს სურვილი ჩაერთოს იხელმძღვანელოს მხოლოდ დაძაბულობის მოგვარების მოტივით და არა მისი ესკალაციის შესაძლებლობით“, _ წერს ფეისბუქში ნინო წილოსანი.