“სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა აბაშაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ” ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით, გვტკიოდა, უნდა დასრულდეს”:
“ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.
ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი!“, _ განაცხადა წილოსანმა.