“თინეიჯერები რომ მუსიკას უსმენენ და მე რომ ნერვები მეწიწკნება, ანუ მე მაქვს ნერვები ცუდ დღეში და იმათ კარგში, თუ პირიქით... “ _ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ამ პოსტს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც თავად დეპუტატიც გამოეხმაურა:
„ჩემი დღევანდელი პოსტის ორი საინტერესო გადაშეარება ვნახე:
ერთი, ვინმე ქეთევან ენუქიძე (მოძრაობა შეაჩერე კორუფციის დანფუძნებელი ვარო), რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია რომ ოზურგეთთან შეხება საერთოდ არ მაქვს, როგორც მაჟორიტარს და მეორე მარიკუნა ბოკერია, რომელიც თოკით დაბმას მიპირებს და რეპი უნდა მასმენინოს, იმიტომ რომ გაღიზიანდა შვილებთან ერთად სხვა საფიქრალი რატომ არ მაქვს ამ წინასააღდგომოდ …
მიყვარს საქართველო მთელი თავისი უცნაურობებით და თავისებურებებით“, _ წერს ნინო წილოსანი და ენუქიძის და ბოკერიას პოსტებს ავრცელებს.
აზრის გამოხატვაში რომ ყველა თავისუფალია, ამაზე არავინ დაობს და სოციალურ ქსელში ვინმეს კრიტიკა და შესაბამისი პასუხიც გასაკვირიც არ არის, თუმცა დეპუტატის პასუხში გამაღიზიანებელი და გასაკვირიც აღმოჩნდა ფრაზა: „ოზურგეთთან შეხება საერთოდ არ მაქვს, როგორც მაჟორიტარს“.
საქმე იმაშია, რომ ნინო წილოსანი ოზურგეთის 6 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია:
_ საარჩევნოდ კი ახსოვდა კარდაკარ რომ დადიოდა და ხმებს ითხოვდა! ახლა აღარ აქვს ოზურგეთთან შეხება? სირცხვილია მისი ეს განცხადება. ის პარლამენტის დეპუტატია და უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ჩვენი დეპუტატობა ესირცხვილება? არ უნდა ჩვენ გვკითხოს? _ არჩევნების მერე ერთხელაც არ უკითხვას რა გვიჭირს, რა გვილხინს. დაპირებების შესრულებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ახლა გამოდის და როგორც მაჟორიტარს შეხება არ მაქვს ოზურგეთთანო! ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორღა უნდა მოგვაყენოს?! _ აღნიშნავენ მისი ამომრჩევლების ოზურგეთიდან.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ნინო წილოსანის განმარტება მოგვეპოვებინა, თუმცა დეპუტატმა „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.