ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უღელმძღვანელებს. მან ეს პოსტი თითქმის ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ამიერიდან არხის საინფორმაციო სამსახურთან შეხება არ ექნება. ის კვირაში ტოქ-შოუს წაიყვანს.
“საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება. გუნდი, რომელთან ერთადაც ტვ პირველში მოსვლის დღიდან ვმუშაობ, ახლა ტოკშოუს მიმართულებას დავუთმობთ მთელ ენერგიას.
განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ ამ არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას – პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ 2 თვეში შევძელით რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა. ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება უნდა იცოდეს, რომ დაჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები”.
წყარო: ნეტგაზეთი